საოკუპაციო ჯარისგან განთავისუფლებულ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა

შაბათს, 19 ნოემბერს, კიევიდან სამგზავრო მატარებელი ჩავიდა დეოკუპირებულ ხერსონში. ეს არის ხერსონში ჩასული პირველი შემადგენლობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, - წერს ადგილობრივი გამოცემა „მოსტი“.

რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქში ჩავიდა 200 მგზავრი , რომლებმაც "გამარჯვების ბილეთები"შეიძინეს. გამოცემის ცნობით, მატარებელში ასევე არის საფოსტო ვაგონი, რომელმაც ხერსონის მცხოვრებლებს წერილები და ამანათები ჩაუტანა.

 

მატარებლების მოძრაობა ხერსონიდან შეწყდა 24 თებერვალს, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ქალაქის ოკუპაციის დროს არ სრულდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული სარკინიგზო მიმოსვლა უკრაინის სხვა ქალაქებთან და შეუძლებელი იყო საევაკუაციო მატარებლების ჩასვლა იმ რეგიონებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდა.

 

სახელმწიფო კომპანია "უკრზალიზნიცას" გადაწყვეტილებით მატარებლები ხერსონის მიმართულებით კიევიდან ლუწ რიცხვებში გაემგზავრებიან, ხოლო ხერსონიდან კიევში - კენტ რიცხვებში. კიევიდან ხერსონისკენ მიმავალმა პირველმა მატარებელმა კი უკრაინის დედაქალაქი დედაქალაქი 18 ნოემბერს, 22:14 საათზე დატოვა.

წაკითხვა 152 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.