May 15, 2024

"რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს"

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს.

ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

მისივე თქმით, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას ზამთრის პერიოდში სურთ ძალების გადაჯგუფება და გადაიარაღება, ამიტომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

 

„დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები ახლა არ არსებობს. რაც უფრო მეტად გვსურს მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

წაკითხვა 200 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.