May 15, 2024

ვის მხარესაა უპირატესობა ბახმუტში, სადაც ქართველი მებრძოლებიც იბრძოდნენ

“უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ბახმუტის, ანდრეევკას, იაკოვლევკას, სოლედარის, კურდიუმოვკასა და კრასნოგოროვკას დასახლებებში. გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ წყვეტენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის მხარესაა უპირატესობა ბახმუტში / “რუსები მარტო ქვეითებად მოქმედებენ და ჯავშანტექნიკას არ იყენებენ, მცირე ჯგუფებით”.

 

“ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევას, აქტიურად იყენებს ავიაციას თავისი სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია, სადაც იტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ასეთ დასახლებულ ქალაქში ბრძოლა ახლო კონტაქტზე მიმდინარეობს და იქ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც დანაყოფს ჰგონია, რომ მტერი ალყაში ჰყავს, მაგრამ ალყაში თავად არის მოქცეული. გენერალი ამბობს, რომ უკრაინელების და რუსების მხრიდანაც ბახმუტში დიდი დანაკარგებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ახლა ბახმუტში ორივე მხრიდან ბრძოლა დახურული პოზიციიდან მიდის და ტანკიც კი არ გამოდის ღიად სააბრძოლველად. რუსებმაც ისწავლეს რაღაცეები და ამიტომ ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულად მიმდინარეობს. თან მათ მხარს საარტილერიო დარტყმებით უმაგრებენ და უკრაინელებისთვის საკმაოდ რთული ბრძოლა მიდის. რუსები აღნიშნულ დაპირისპირებასთან ადაპტირდნენ. სწორედ აი, ასეთ ალყაში მოხვდნენ ქართველები, რომლებსაც ეგონათ, რომ ალყა თავად ჰქონდათ დარტყმული. ქალაქში საკმაოდ რთულია ბრძოლაა და ბახმუტში მით უმეტეს, როცა საარტილერიო დარტყმა არ ჩერდება. რუსები ბახმუტში მარტო ქვეითებად მოქმედებენ და ჯავშანტექნიკას არ იყენებენ. მცირე ჯგუფებით, ასე 100-ილს ან 20- ილის დონეზე გამოდიან. რუსები დაახლოებით ისე იქცევიან, როგორც ხარკოვში უკრაინელები. თუმცა, აქ განსხვავება ის არის, რომ უკრაინელების დაცვის ხაზი ძალიან მყარია და ეს ზღუდეები კარგად აქვთ გამაგრებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

 

“რუსებისთვის ახლა მთავარი მიზანი ისაა, რომ ზამთრის კამპანიაში რაღაცა პოზიტივით გავიდნენ. შიდა აუდიტორიისთვის შესათავაზებელი რაღაცა ხომ უნდა ჰქონდეთ. ბახმუტის აღებით კი უკრაინელებს სამხრეთიდან შეუტევენ და კრამატორსკი - სლავიანსკის მიმართულებაზე გავლენ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს შეძლონ, რადგან ჯერ ბახმუტი ვერ აუღიათ და ამ მიმართულებებზე მით უმეტეს ძალიან გაუჭირდებთ. ბევრად გამაგრებული რაიონები არიან. ბახმუტი ალყაში არ არის. აქ ბახმუტის რაიონზეა საუბარი. ქალაქის დაცვა უკრაინელებს ძალიან ძლიერად აქვთ გამაგრებული. აქ არის საუბარი ქალაქის გარე უბნებზე, სადაც ქართველები ალყაში მოხვდნენ და დაიღუპნენ”, - განმარტავს გენერალი.

 

“მისივე თქმით, ბახმუტის მარიუპოლიზაცია რუსებს ნაკლებად დაეხმარებათ, რადგანაც ქალაქებს რაც უფრო დაანგრევენ, იქ შესვლა მით უფრო გაუჭირდებათ. გენერალი ამბობს, რომ მძიმე ბრძოლებია, მაგრამ უკრაინელები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. რუსები ცდილობენ, რომ ქალაქს მეორე მხრიდან შემოუარონ და ალყაში მოაქციონ, როგორც მარიუპოლში, მაგრამ, ამას ჯერ ვერ ახერხებენ. უკრაინელების შეცდომა იყო, როცა რუსების 20 000-მდე დანაყოფი ხერსონიდან გამოუშვეს. ეს არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, რომელმაც ხერსონი ყველანაირი ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგის გარეშე დატოვა. არ ვიცი რა მოხდა და რატომ შეძლო ამ დანაყოფმა მდინარის მეორე მხარეს უსაფრთხოდ გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ძალა ბახმუტის მიმართულებაზე გადაიყვანეს და მან ჯარის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიერა”, - მიიჩნევს გენერალი.

წაკითხვა 171 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 09 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.