May 15, 2024

აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის - „თაიმსი"

ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო დარტყმების შემდეგ, აშშ-ში უკვე ნაკლებად ინერვიულებენ, რომ კიევის თავდასხმებმა რუსეთის ტერიტორიის შიგნით შესაძლოა, კონფლიქტი გაამწვავოს. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემულ იარაღს.

 

„ჩვენ არ ვეუბნებით უკრაინელებს, რომ არ მიიტანონ დარტყმები რუსებზე. ჩვენ მათ ვერ ვუკარნახებთ, რა უნდა გააკეთონ. ისინი თავად წყვეტენ, როგორ გამოიყენონ საკუთარი იარაღი. ერთადერთი, რასაც დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა ჩვენ მიერ გადაცემული შეიარაღების გამოყენებისას დაიცვან საერთაშორისო კანონები და ჟენევის კონვენციები“, – განუცხადეს „თაიმსს“ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.

 

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სარატოვსა და რიაზანში მდებარე აეროდრომებზე დრონებით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა. თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ.

 

უკრაინა მომხდართან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.

წაკითხვა 279 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.