May 15, 2024

"რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი" - ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.

„თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, - აღნიშნა დანილოვმა.

 

მისი თქმით, ლიმიტი, რომელიც რეგულაციების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს. ამასთან, დანილოვის ინფორმაციით, რუსებს მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები აქვთ თავიანთ არსენალში.

 

ცნობისათვის, 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 76 რაკეტა გაუშვეს, აქედან 72- ფრთოსანი რაკეტა იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს.

წაკითხვა 152 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.