May 15, 2024

მარიუპოლში 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს - Associated Press

მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საფლავების უმეტესობა მდებარეობს „სტარი კრიმის“ სასაფლაოზე.

 

საერთო ფართობი, სადაც საფლავებია განთავსებული, 51 500 კვადრატულ მეტრზე მეტია.

 

გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება დრონების გამოყენებით და გადაიღეს, თუ როგორ იყენებდნენ რუსები მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილებისთვის, რომლებიც შემდეგ ივსებოდა.

 

„საფლავები მიწის ბორცვებს ჰგავდა, ზოგიერთი ხის ჯვრებით, მითითებული სახელებით და თარიღებით, მაგრამ ძირითადად ხელნაწერი ნომრებით. რამდენიმე საფლავი აღინიშნა ერთზე მეტი ნომრით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ მასობრივი საფლავების ტერიტორიაზე, ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, ერთი საფლავია.

 

ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს გაეანალიზებინათ სოფლების მანგუშსა და ვინოგრადნოიეს სასაფლაოები, სადაც მსგავსი მასობრივი საფლავები მარტიდან იყო გათხრილი.

წაკითხვა 160 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.