May 15, 2024

"ჩვენი მიზანია კონფლიქტის დასრულება" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინმა Patriot-ს უწოდა „საკმაოდ ძველი სისტემა“, რომელიც, მისი თქმით, არ მუშაობს რუსეთის С-300-ის მსგავსად.

 

„ვინც გვეწინააღმდეგება, გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის ვითომ თავდაცვითი იარაღი. კარგი, კარგი, ჩვენ ამას უბრალოდ მხედველობაში მივიღებთ. შხამის საწინააღმდეგო ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ აკეთებს. ეს მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა მან.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.

 

„ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ სვლას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. რა თქმა უნდა“ , - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ.

წაკითხვა 159 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.