ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 57 პირი, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.

 

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

 

„სოციალური ქსელები ამ ფოტოებს ალბათ „მგრძნობიარე კონტენტად“ მონიშნავენ. თუმცა ეს „მგრძნობიარე კონტენტი“ უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრებაა. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, შაბათს, დილით, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს სამხედრო ობიექტები არ არის, ომია წესების გარეშე. ეს ტერორია, მკვლელობა დაშინებისა და გართობის მიზნით“, – აღნიშნავს ზელენსკი.

 
წაკითხვა 146 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.