May 20, 2024

"რუსეთმა ბახმუტსა და სოლედართან, სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა"- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს,სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვალისწინებენ.

„შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა დანაკარგები განიცადა ამ მიმართულებით რუსულმა არმიამ, მაგრამ ეს არ არის ათასი და ორი ათასი - ეს არის 10, 15 და 20 ათასიც კი ბახმუტსა და სოლედარზე შეტევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ისინი არ ითვლიან დანაკარგებს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, რუსები შიდა აუდიტორიისთვის უკვე ერთი კვირაა საუბრობენ ეფექტურ პროგრესზე ბახმუტის მიმართულებით და ახლა სოლედარში.

 

„მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ასე არ არის - რუსები იბრძვიან ისევე, როგორც ადრე - ისინი სოლედართან ძალების დიდი რაოდენობის კონცენტრირებას ახორციელებენ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ომში გარდატეხას. ერთადერთი, რის გამოც ვწუხვარ, არის ჩვენი ბიჭების რაოდენობა, რომლებსაც მინუს 17 გრადუს ყინვაში ავტომატების ხელში ჭერა დღეების განმავლობაში უწევთ, ძნელია, ჩვენ ხალხს ვკარგავთ, მაგრამ რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ომის დინების თავის სასარგებლოდ შემობრუნებას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

წაკითხვა 160 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.