May 20, 2024

დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ ადგილობრივი დროით 7:25 საათზე [თბილისის დროით 9:25 საათი] ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

 

რეზნიჩენკოს ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია.

 

გარდა ამისა, შაბათს 14 იანვარს რუსეთმა შეტევები განახორციელა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

 

წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 15 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.