May 20, 2024

"ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს"

ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს, - ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით გააკეთა.

„მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რუსულმა ტერორმა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება. დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს მაქსიმალურ პასუხს”, - წერს ზელენსკი.

 

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

წაკითხვა 169 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.