May 15, 2024

საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია

საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. „სიენენის“ ინფორმაციით, პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის 30-მდე მონაწილე განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში.

 

აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ.

 

ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.

 

გაფიცვის გამო, საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

წაკითხვა 545 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.