May 15, 2024

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს - „როიტერი“

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.  ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ევროპელი დიპლომატების თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს, იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.

 

როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდებიან, რომელიც ორშაბათს, 23 იანვარს არის დაგეგმილი.

 

ევროკავშირს ასევე სურს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანში დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.

წაკითხვა 166 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.