May 15, 2024

კალიფორნიაში, მონტერეის პარკში სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ადამიანები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

 

ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:20 საათზე მოხდა.

 

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცია. უცნობია, არის თუ არა ეჭვმიტანილი დაკავებული.

წაკითხვა 189 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.