"ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის"

ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე“, - აღნიშნა ლავროვმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა სამხრეთ აფრიკას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალურ ქვეყნად წარმოაჩენს და ამ საკითხზე გაერო-ს რეზოლუციებზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან სამხრეთ აფრიკა თავს იკავებს, თუმცა, ქვეყანა, თებერვალში რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასპინძლობას გეგმავს, რაც, დასავლური მედიის შეფასებით, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთთან ურთიერთობებს დაძაბავს.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.