კიევში აფეთქებების ხმა ისმის - უკრაინული მედია

რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიევის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქში ორი ელექტროსადგური დაზიანდა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ნასროლი რაკეტები ლვოვის ოლქის მიმართულებით მიფრინავს.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანი იური იგნატი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს უკრაინის ცენტრალურ ნაწილს.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

 

დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც ადასტურებს. 

 

„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 192 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.