May 17, 2024

ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა

ირანში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. შედეგად, გავრცელებული ცნობით, განადგურდა ისპაანში მდებარე დრონებისა და საბრძოლო მასალების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა. ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ქალაქ შაჰიდ-სალიმში მდებარე ძრავის ზეთების მწარმოებელ ქარხანაში.

აფეთქება იყო ქალაქ დიზფულის ავიაბაზაზეც, ასევე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები ქალაქ ჰამადანიდან და რეშტიდან.

 

აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც, თვითმხილველთა განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც ჰაერში ირანული თვითმფრინავები აფრინდნენ.

 

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წაკითხვა 226 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.