May 17, 2024

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი გაერთიანებულ სამეფოზე სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას "მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა".

 

"ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: "ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება““, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

 

მისი თქმით, გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.

 

BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს მოგვიანებით გავა ეთერში.

წაკითხვა 167 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.