"ნატო იაპონიასთან პარტნიორობის გამტკიცებას განაგრძობს" - იენს სტოლტენბერგი

ნატო განაგრძობს იაპონიასთან პარტნიორობის გამტკიცებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა.

„უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ტვირთების შესაძლებლობების გამოყენებით“, – განცხადა სტოლტენბერგმა.

 

აღსანიშნავია, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მანამდე სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც სეულს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.