"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა, ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე"

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოში 2008 წლის ომის პერიოდზე ისაუბრა.

 რაისის თქმით, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს წარმატებაა. 

 

„ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ, მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგას სტივ ჰედლიმ იკითხა „ვაპირებთ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“. 

 

მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში. 

 

ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მე საუბარი მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე. მე მას ვუთხარი ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ მიზანს, რუსებმა ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა“, - აცხადებს რაისი.

წაკითხვა 318 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.