"კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას" - BBC

კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, - ამის შესახებ BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

 

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიცია მეორე ღამეა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ადამიანები აღშფოთებულები არიან რუსული სტილის საკამათო კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო და მედია ჯგუფებს „უცხოურ აგენტებად“ შეაფასებს, თუ ისინი თავიანთი სახსრების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებენ“, - წერს გამოცემა.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები შიშობენ, ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.

 

BBC-ი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რასაც „ბევრი ქართველი მოსკოვის აგრესიულ ომად აფასებს, თუმცა, მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და უარს აცხადებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ღიად გამოცხადებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“.

წაკითხვა 142 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 09 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.