May 17, 2024

„რუსეთს უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მეტი იარაღი დასჭირდება“ - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც „მეტი იარაღი დასჭირდება“.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში „ნატოს 3.6 მილიონიან არმიას ებრძვის“. 

 

„ჩვენი სამხედრო-ინდუსტრიული კომპონენტის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა, გვჭირდება რეზერვი მომავლისთვის. ეს აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ დაგვჭირდება მეტი იარაღი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგაც კი.

 

რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, არც უკრაინის ნახევრად ნაცისტურ რეჟიმს, ჩვენი ქვეყანა ებრძვის ნატოს 3.6 მილიონიან არმიას. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ კონფლიქტში და ამას აღარც მალავენ“, - განაცხადა მედვედევმა. 

წაკითხვა 154 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.