May 16, 2024

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ თელ-ავივში მთავრობის კანონპროექტი 200 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.


მედიის ინფორმაციით, ბლოკირებული ავტომაგისტრალის გასახსნელად ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები ასევე ჩატარდა იერუსალიმში, ჰაიფასა და ბერშევაში.


პროტესტის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციებში, საერთო ჯამში, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები, რომლებიც უკვე მე-11 კვირაა, ტარდება, ეწინააღმდეგება მემარჯვენე ხელისუფლების გეგმებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, რასაც კრიტიკოსები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

 

აქციების ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მთავრობას სასამართლოს რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა.


„ისრაელის საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები და პრობლემები გვერდს ვერ აუვლის  ისრაელის თავდაცვის ძალებს. ბრაზის, ტკივილისა და იმედგაცრუების უპრეცედენტო გრძნობა გაიზარდა და ვხედავ, რომ ჩვენი ძალის წყარო იშლება. როგორც ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი, ამას ხაზს ვუსვამ. ჩვენს საზოგადოებაში მზარდი განხეთქილება აღწევს ისრაელის თავდაცვის ძალებში და უსაფრთხოების სამსახურებში. ეს აშკარა, უშუალო და ხელშესახებ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამას არ დავუშვებ“, – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

წაკითხვა 154 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.