May 17, 2024

„ნატო კრემლის ხელმძღვანელობის ბირთვულ შანტაჟს არ აჰყვება“ - სტოლტენბერგი

„რუსეთის განცხადება ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების განზრახვის შესახებ დასავლეთის დაშინების მცდელობაა, მაგრამ ნატო ფხიზლად დარჩება და კრემლის ხელმძღვანელობის ბირთვულ შანტაჟს არ აჰყვება“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გაკეთებული განცხადება „გიჟურია“. 

 
 „პრეზიდენტ პუტინის განცხადება არის სახიფათო, გიჟური ბირთვული რიტორიკის ტენდენციის ნაწილი. ეს არის დაშინება, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის მოკავშირეებისა და პარტნიორების შეჩერებას უკრაინელებისთვის დახმარების გადაცემაში. ჩვენ არ შევშინდებით და გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ჩვენ კვლავ ვრჩებით ბირთვულ ალიანსად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
წაკითხვა 140 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.