“ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა?” – ანა ფოტიგა

ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა? ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ ხუთდღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის და მინდა დავპირდე, ვფიქრობთ, შესაძლებელია მისი სამედიცინო დახმარება პოლონეთში, ან სადმე სხვაგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით.

 

მე ვიცი, რომ ბევრი პოლონელი, იაროსლავ კაჩინსკის ჩათვლით, პარლამენტის სპიკერის ჩათვლით, ჩართულები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერასა და საქართველოს ხელისუფლებისგან ამის მოთხოვნაში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს“,- განაცხადა ანა ფოტიგამ.

წაკითხვა 173 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.