May 14, 2024

"გაწევრიანების საკითხი სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატო-ში იქნებოდა"

გაწევრიანების საკითხი სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატო-ში იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„იენსთან ჩემი ბოლო შეხვედრა ყველა წინა შეხვედრაზე უკეთესი იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს სამოკავშირეო გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება სტოლტენბერგზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა ნატოში იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ კი არ გადაწყვიტა ნატო-ში არ ყოფილიყო, არამედ მოკავშირეებმა თავის დროზე ვერ გაბედეს კიევის მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

„არც ისე სამართლიანია, რომ აქამდე არავის არ აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ადამიანს უკრაინაში, მაგრამ ყველას აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია… მგონია, რომ მთლიანობაში იენსმა თავისი პოზიცია შეიცვალა. არ ეწყინოს, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო გაბედული ადამიანი გახდა. ჩვენთვის, მშვიდობისთვის და ალიანსისთვის ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 166 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.