May 15, 2024

როგორ ემზადება რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის?

 
უკრაინის მიერ გაცხადებული კონტრშეტევის მოლოდინში რუსული მხარე მზადებას იწყებს, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფრონტის ხაზებზე ბრძოლის ინტენსივობა შეამცირა, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ანალიტიკოსმა, მაიკლ კლარკმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვით ზღუდეებს აშენებს და შესაძლო უკან დახევისთვის ემზადება.

 

„მათ [რუსებმა] შეწყვიტეს ინტენსიური შეტევები ჩრდილოეთში, ხოლო სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ისინი, სავარაუდოდ, უკან დასახევად ემზადებიან. ზაპოროჟიედან ყირიმისკენ მიმავალ გზაზე ისინი უზარმაზარ თხრილებს ამზადებენ. 

 

რაც შეეხება უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს, ნატოს მონაცემებით მათ უკვე მიიღეს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის 98%, რასაც დაჰპირდნენ. უკრაინის ჯარს ახლა ჯამში აქვს 230 ახალი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 1 550 ერთეული ჯავშანტექნიკა. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ აღჭურვილობა, მაგრამ საინტერესოა „მოაწყვეს“ თუ არა ისინი ისე, რომ სწორად გამოიყენონ. თუ ისინი [უკრაინელები] ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ მათ ტერიტორიების დასაბრუნებლად საკმარისი ტექნიკა და აღჭურვილობა აქვთ“, - განაცხადა კლარკმა. 

 
წაკითხვა 168 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 02 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.