May 3, 2024

"კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა" - კრემლი

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.

„ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

 

მედია კრემლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმაში ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა მათი მწყობრიდან გამოყვანა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს.

 

კრემლის განცხადებითვე, პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.

 

ამის გარდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, მცირე კვამლი კრემლის თავზე.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 03 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.