May 4, 2024

პუტინი რვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა რვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, ასევე ორი არაღიარებული რესპუბლიკის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გარდა ამისა, კრემლის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვას ხალხს „მილოცვა“ გაუგზავნა. "მესიჯის" ტექსტიდან ირკვევა, რომ ეს არ არის მილოცვა ამ ქვეყნების ლიდერებისადმი.

 

„დღეს ჩვენი მორალური მოვალეობაა წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ ნაანდერძები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ, რომ დამახინჯდეს ისტორიული სიმართლე დიდი სამამულო ომის შესახებ, ისევე როგორც ნაცისტების გამართლება, თანამზრახველები და ამჟამინდელი იდეოლოგიური მემკვიდრეები“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

წაკითხვა 139 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.