May 15, 2024

"ევროკავშირის იმპერია ინგრევა" - The Telegraph

ევროკავშირის იმპერია ინგრევა, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანულ The Telegraph-ში გამოქვეყნდა.

ავტორის თქმით, ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს.

 

„ევროკავშირის სანდოობა უკრაინის კრიზისზე მისი არადამაჯერებელი პასუხის გამო უკვე მოექცა ინტენსიური შემოწმების ქვეშ. ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს შორის განხეთქილებაა - გერმანია, საფრანგეთი და იტალია ცდილობენ მოსკოვის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული პოზიციის დამკვიდრებას, მაშინ, როცა განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად პოლონეთი ამტკიცებს, რომ კონტინენტის გრძელვადიანი უსაფრთხოება საჭიროებს უკრაინის ფრონტზე რუსეთის ყოვლისმომცველ და ცალსახა მარცხს.

 

ევროკავშირს ვეღარ ექნება ორაზროვანი მიდგომა ანკარასთან მიმართებით. ერთის მხრივ, ევროპა ქრთამს სთავაზობს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მეორეს მხრივ კი გმობს თურქეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო“, - ნათქვამია სტატიაში.

წაკითხვა 193 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.