May 15, 2024

"ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას"

კონტრშეტევა კინო არ არის, მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. მთავარია, რომ ეს რუსეთმა დაინახოს, და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით, როდესაც იმ ჯარებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სწორედ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც იგი მოხდება, მიხვდებით, რომ იგი ხდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება.

 

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ნათლად უნდა ეწეროს, რომ ისინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედებს.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.