May 15, 2024

"კახოვსკას კაშხლის განადგურებას, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს" - „ენერგოატომი“

რუსული ჯარების მიერ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ კომპანია „ენერგოატომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსმა ოკუპანტებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად კახოვსკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. კახოვსკას რეზერვუარიდან წყალი აუცილებელია იმისთვის, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა მიიღოს ენერგია ტურბინის კონდენსატორებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის. ახლა ელექტროსადგურის გამაგრილებელი წყალსატევი სავსეა: დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16.6 მეტრია და ეს საკმარისია ელექტროსადგურის საჭიროებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ენერგოატომი“ ირწმუნება, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელი პერსონალი ყველა ინდიკატორს აკონტროლებს. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაავრცელებს ინფორმაციას.

წაკითხვა 222 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.