May 15, 2024

"კახოვსკის ჰესი ვეღარ აღდგება, წყალსაცავი 4 დღეში გაქრება" - „უკრჰიდროენერგო“

ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ "უკრჰიდროენერგო" იუწყება.

„აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომპანიის ცნობით, კახოვსკას წყალსაცავის „დამუშავება“ უახლოესი 4 დღის განმავლობაში მოხდება. დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ „უკრჰიდროენერგოში“.

 

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე „კრიტიკულ ზონაში“ დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებითა და მატარებლით მიმდინარეობს.

წაკითხვა 242 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.