ეგვიპტეში ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა

ეგვიპტეში წითელი ზღვის კურორტ ჰურგადას სანაპიროსთან ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შემდეგ სანაპიროზე ცურვა და სხვა აქტივობები აკრძალეს. 

 
 

მყვინთავმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ ადამიანები მსხვერპლს დაეხმარნენ, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, დაღუპული 1999 წელს დაბადებული კაცია, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა. 

 

საკონსულო მოუწოდებს რუს ტურისტებს, სიფხიზლე გამოიჩინონ წყალში ყოფნის დროს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული წესები მკაცრად დაიცვან. 

წაკითხვა 613 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.