May 18, 2024

"პუტინმა საპრეზიდენტო, „წითელ ღილაკიანი“ თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა" - მედია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

 

ВЧК-ОГПУ-ის ცნობით, თვითმფრინავი ТУ-214ПУ მოსკოვის აეროპორტში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე დაეშვა.

 

„თვითმფრინავის სახელწოდებაში "ПУ" ნიშნავს, რომ მასზე დამონტაჟებულია საკონტროლო პუნქტი - იგივე „წითელი ღილაკი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 209 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.