May 4, 2024

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი მართვადი ბომბით დაბომბეს. სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ 36 მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეს რაიონის 10 დასახლებულ პუნქტზე. განადგურებულია ათი სამოქალაქო ობიექტი.

 

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ 10 ივლისის დილიდან სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ხალხი კვლავ იყოს.

წაკითხვა 194 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.