May 4, 2024

"როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი"

მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება მხოლოდ მიწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის როგორც მიწვევის, ისე გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება „უცნაური ფორმულირება პირობებზე“ უკრაინის მიწვევისთვის.

 

„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გაურკვევლობა სისუსტეა“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამიტზე განიხილავს.

წაკითხვა 220 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.