უკრაინა საომარ მდგომარეობასა და მობილიზაციას ახანგრძლივებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, ანუ 2023 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა.

 

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.

წაკითხვა 189 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.