May 4, 2024

თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა დისკუსია უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ უპასუხა: "არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის".

 

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატო-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.

 

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

წაკითხვა 178 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.