May 2, 2024

"ყირიმის გათავისუფლება სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია"- კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.

„კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს- ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

 

წინა განცხადებებზე კომენტირებისას, რომ 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში შევა, ბუდანოვმა განაცხადა: „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოვლენები უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე, ყველა გათვლებით, უნდა განვითარებულიყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ“.

 

„თუ გადახედავთ ყირიმს და საომარი მოქმედებების დონეს, რომელიც იქ მიმდინარეობს, მიხვდებით, რომ 2022 წელთან შედარებაც არ შეიძლება", -აღნიშნა ბუდანოვმა.

წაკითხვა 179 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.