May 17, 2024

"გამოვიყენებთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რათა ნათლად გამოვხატოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ" - ჯოზეფ ბორელი

მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას, რომლის გადაწყვეტილებებსაც რუსეთი ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს კვირა არის კრიტიკული მომენტი გლობალური და მრავალმხრივი სისტემისთვის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომით რუსეთი, რომელიც არის ბირთვული ძალა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არღვევს გაერო-ს წესდებას. მიუხედავად გენერალური ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, რუსეთი არ აძლევს უშიშროების საბჭოს უფლებას, შეასრულოს თავისი როლი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვაგანაც, რაც საფრთხეს უქმნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი სისტემის სანდოობას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ბორელის თქმით, ეს ომი რჩება უდიდეს საფრთხედ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალურ კრიზისს.

 

„ჩვენ გამოვიყენებთ წლევანდელ გაერო-ს მაღალი დონის კვირეულს, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მსოფლიოს ყველა კუთხის ქვეყნები შემოგვიერთდნენ გაერო-ს წესდების დასაცავად და რუსული ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ბორელი.

წაკითხვა 230 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.