კიევი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების გამო სარჩელის შეტანას გეგმავს

უკრაინა, მის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, “კიევს შეუძლია საპასუხო ზომები დააწესოს პოლონეთს, თუ ვარშავა არ შეწყვეტს ზომებს”.

 

“მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ეს ქმედებები იურიდიულად არასწორია. ამიტომ ხვალ ჩვენ დავიწყებთ სასამართლო პროცესებს. ჩვენი აზრით, ეს ზომები (გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით) ევროკომისიის მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადებაა”, - აღნიშნა უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ.

 

მისი თქმით, უკრაინა პოლონეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების გატარების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ვარშავა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე უარს არ იტყვის.

 

“იძულებული ვიქნებით, მივიღოთ საპასუხო ზომები დამატებითი პროდუქტების მიმართ და ავკრძალოთ ბოსტნეულისა და ხილის იმპორტი პოლონეთიდან”, - განაცხადა უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, ევროკომისიამ 5 ქვეყანაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.

წაკითხვა 166 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.