May 17, 2024

"საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით.

შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე თავად აზერბაიჯანში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცი ყარაბაღში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა თავდასხმები დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს.

„საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია. ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

წაკითხვა 203 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.