May 17, 2024

"ბოროტების ნდობა არ შეიძლება - ჰკითხეთ პრიგოჟინს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იცის, რომ რუსეთთან კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების დადების მცდელობები მიმდინარეობს, მაგრამ ბოროტების ნდობა არ შეიძლება.

"ჩემთვის ცნობილია კულისებში მიმდინარე მცდელობები რაღაც ჩრდილოვანი გარიგებების დადების შესახებ. ბოროტების ნდობა არ შეიძლება - ჰკითხეთ პრიგოჟინს, დადებს თუ არა ვინმე ფსონს პუტინის დაპირებებზე. გთხოვ მომისმინეთ, დაე, ერთობამ ღიად გადაწყვიტოს ყველაფერი", - განაცხადა ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინიდან იძულებით წასული ადამიანები თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, ოკუპანტები კი თავიანთ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

 

"მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. შეიარაღება უნდა შეიზღუდოს, ომის დანაშაულები უნდა დაისაჯოს. დეპორტირებული ხალხი სახლში უნდა დაბრუნდეს. ოკუპანტი კი საკუთარ მიწაზე უნდა დაბრუნდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ მივაღწიოთ ამას. და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 194 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.