"არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სწორია" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ მინისტრებს (სხვა სახელმწიფოების) ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა,“ - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ამიტომ „ასეთი ქვეყნის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან პოზიტიურად ურთიერთობას“, - განაცხადა ერდოღანმა.

წაკითხვა 199 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.