"ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება" - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტი შეპსის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წვრთნებისა და წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა ბრიტანელ ინსტრუქტორებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევს.
"ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება. ერთმა ახლადგამოჩეკილმა კრეტინმა - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა - გადაწყვიტა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსები თავად უკრაინის ტერიტორიაზე გადაეტანოს. ანუ, თქვენს ინსტრუქტორებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევთ. კარგად იციან, რომ ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან და უკვე არა როგორც დაქირავებულები, არამედ ზუსტად როგორც ნატო-ს ბრიტანელი სპეციალისტები", - წერს მედვედევი "ტელეგრამზე".
მისი მტკიცებით, დასავლური ქვეყნები რუსეთს "მესამე მსოფლიო ომისკენ" უბიძგებენ.
"კიდევ ერთი სულელი - გერმანიის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბანდერებისთვის Тaurus-ის რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდებას ითხოვს, რათა კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა შეძლოს. ამ შემთხვევაში, თავდასხმები გერმანულ ქარხნებზე, სადაც ეს რაკეტები მზადდება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ეს იდიოტები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ", - აცხადებს მედვედევი.
სიახლეები
- "ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, მეგობრულ ურთიერთობაში, რომლითაც ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ"
- "გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა"
- "დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო"
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია