May 3, 2024

ერდოღანმა და პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მიმდინარეობა და დაძაბულობის გავრცელების პრევენციის ზომები.

 

ამასთან, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჰუმანატარული საჭიროების დაკმაყოფილების გზებზეც.

 

ასევე, აღინიშნა, სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით შეტევა შემაშფოთებელია და თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

წაკითხვა 175 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.