„ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის"

ვლადიმერ პუტინის თქმით, „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, პეკინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პუტინმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას აშშ-ის შეცდომა უწოდა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ „გაახანგრძლივებს უკრაინის აგონიას“ და ეს რაკეტები არ შეცვლის ვითარებას ფრონტის ხაზზე.

 

„პირველეს ყოვლისა, ეს მავნებლობაა და ქმნის დამატებით საფრთხეს. მეორე კი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რაკეტების მოგერიებას შევძლებთ“, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს დაავალა, დაიწყონ პატრულირება შავი ზღვის საჰაერო სივრცეში.

 

„ჩემი დავალებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მუდმივ საფუძველზე დაიწყებენ პატრულირებას შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში. ჩვენი თვითმფრინავები აღჭურვილია კომპლექს „კინჟალებით“. ეს კომპლექსები 1 000 კილომეტრის სიშორეზე მოქმედებენ. ეს მუქარა არ არის“, – განაცხადა პუტინმა.

 

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის სპეციალურ ძალებში განაცხადეს, რომ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს დარტყმები რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაზე, რომელიც რუსეთი მიერ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანკსში მდებარე აეროდრომებზე იყო დისლოცირებული. უკრაინული მხარის ცნობით, შედეგად გადანდგურებულია რუსული ვერტმფრენები, სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები სისტემა, ტყვია-წამლის საცავი და ასევე დაზიანდა ასაფრენი ბილიკი.

 

როგორც ამერიკული მედია წერს, უკრიანამ აშშ-სგან „ატაკამსის“ ტიპის 20 რაკეტა მიიღო, რომელთა მოქმედების რადიუსი 165 კილომეტრია.

წაკითხვა 244 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.