May 2, 2024

"საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს"

მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმაგანაცხადა.

„მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. ეს ომი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2022 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ტერიტორიებზე ეს უკვე შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, დაისვას წერტილი ამ საკითხში, რომ ღმერთმა ქნას, ის მთელ მსოფლიოში არ გავრცელდეს“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მსოფლიომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„ვფიქრობ, პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს, მათ აშშ-ს ესმით, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს, რაც შეიძლება მალე, ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, „თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ მაშინ, როცა უკრაინაში ომია, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს“.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა, იყოს პარტნიორი, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე და ა.შ. რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.

„მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით. 2008 და 2014 წლებში მსოფლიოს რომ ეპასუხა იმდროინდელი ჰიტლერისთვის, სახელად პუტინსთვის, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“ – განაცხადა დანილოვმა.

წაკითხვა 132 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.