May 4, 2024

"უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა"-ორბანი

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შექმნას ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორბანმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაგზავნოს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წინადადება არ იყო სათანადოდ დამუშავებული და არ ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ამიტომ ჩვენ უარვყავით ეს წინადადება“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბრიუსელის სტრატეგია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს, ჩავარდა.

„დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ორბანმა.

წაკითხვა 138 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.